ბახტაძე: "20 ივნისი არის ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება"

20 ივნისის ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე.

ამასთან, მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ ყოველთვის ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, რის გამოც წელგამართული ივლის.

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს. მე ვივლი წელგამართული, თავაწეული, რადგანაც, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას.

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს. ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ყველამ ნახა, როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე.

„პოლიცია, ეს პასიური კორდონი, ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. რაც შეეხება ჩემი პრემიერობის პერიოდს, ყველაზე ნაკლები, რასაც ვისურვებდი – ვინმეს ჰქონდეს ეიფორია, რომ მამუკა ბახტაძემ ყველაფერი შეძლო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს