თალაკვაძე – ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს: "რუსეთი იარაღის ჟღარუნის გარდა ვერაფერს სთავაზობს, ხოლო საქართველო ვითარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა რჩებიან, ხედავენ, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი, მილიტარისტული რიტორიკის და იარაღის ჟღარუნის გარდა, ვერაფერს ვერ სთავაზობენ, ხოლო საქართველო ვითარდება. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან კონფლიქტების მოგვარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლითაც სარგებლობა ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვისაც შესაძლებელია.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის გაძლიერება, სოციალური პროგრამების, ჯანდაცვის სისტემის განვითარება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს კონტრასტს, რომელიც არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებს შორის. ის პირები, რომლებიც საოკუპახიო ხაზს მიღმა რჩებიან, ხედავენ, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი, მილიტარისტული რიტორიკის და იარაღის ჟღარუნის გარდა, ვერაფერს ვერ სთავაზობენ, ხოლო საქართველო ვითარდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 22 ნოემბერს