ფლორიდაში მეხუთე კატეგორიის ქარიშხალთან საბრძოლველად ემზადებიან [ვიდეო]

მეხუთე კატოგორიის ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოებასთან ერთად, ფლორიდის შტატში მოსალოდნელი სტიქიის დროული სალიკვიდაციო სამუშაოების თაობაზე წინასწარ ზრუნავენ.

ტელეკომპანია „ფოქს 13“ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც 34 შტატიდან ​სპეცტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროსადგურების შესაკეთებლად საჭირო სპეცავტომობილებისგან შედგება.


ქარიშხალმა „დორიანმა“ რამდენიმე საათის წინ ბაჰამის კუნძულებს გადაუარა. ქარის სიჩქარე საათში 320 კილომეტრს აღწევს. ოფიციალური ცნობებით, სტიქიას შვიდი წლის მოზარდი ემსხვერპლა, გაუჩინარებულია მისი მცირეწლოვანი დაც. დანგრეულია 13 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ახლა „დორიანი“ ფლორიდის შტატისკენ მიიწევს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა