ეთიოპიაში პოლიტიკოსის თხები მძევლად აიყვანეს

ჩრდილოეთ ეთიოპიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზენავი ასმელაშის თხები მძევლად აიყვანეს და ამაში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. როგორც ოპოზიციური პარტია "არენა თიგრეი" იუწყება, მთავრობა ასმელაშის 16 თხას ბერკეტად გამოიყენებს, რათა ლიდერს პოლიტიკა დაატოვებინოს.  

პარტიის ცნობით, უშიშროების სამსახურის თანამშრომებმა თხები საძოვრებიდან გაიტაცეს, მათგან სამმა ტყვეობიდან თავის დაღწევა და შინ დაბრუნება შეძლო, 13 კი კვლავ მძევლად რჩება.  

ეთიოპიაში ცხოველთა დამცველებმა კამპანია დაიწყეს, ისინი თხების გათავისუფლებას ითხოვენ.  

"არენა თიგრეი" ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ეთიოპიის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ლიდერი ზენავი ასმელაში წარსულში დაპატიმრებული იყო. როგორც ის ამბობს, პოლიციელები პარტიის დატოვებას სთხოვდნენ, ამჯერად კი ბერკეტად მის თხებს იყენებენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს