ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პროკურატურამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ახალი საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აძღრა.

როგორც ჟურნალისტებს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა, "უახლოეს დღეებში მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ოსური მხარის წინადაებების ირგვლივ, რომელსაც ქართული მხარეჯერ-ჯერობით არ თანხმდება, თუმცა მანამდე, რაკი საგუძაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ განათავსეს და, მაშასადამე, ადგილი ჰქონდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჭრას, სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აძღრა".

სწორედ ამ საქმის  ფარგლებში იქნა გამოყენებული, მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ქართულმა მხარემ “ცეცხლის გახსნით გაანადგურა და ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს".

“დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმამხარემ განგვიცხადა, რომ საფრენი აპარატის მიმართულებით სროლა არ ყოფილა და ამის დასტურად თავად აპარატიც წარგვიდგინა. ნატყვიარები მართლაც ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა დაზიანებები არის. ყველა შემთხვევაში, ეს არ გვარწმუნებს, რომ სროლა არ ყოფილა: შესაძლოა, იყო და უბრალოდ ვერ მოარტყეს. შესასწავლად საფრენი აპარატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადაეცა” - აღნიშნა ჯიოევმა.

მისივე ინფორმაციით, "ქართული მხარე ირწმუნება, რომ ოსური დრონი ქართულით  დავით ქაცარავასორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩამოაგდეს, თუმცა თავად ისინირას აკეთებდნენ ამ რაიონში - ამაზე ქართული მხარე მისაღებ პასუხს ვერიძლევა".

"რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას, მათ, როგორც ყოველთვის, ახალი არაფერი თქვეს" - დასძინა მან.

რაც შეეხება ოსური მხარის წინადადებებს, როგორც ჯიოევი ამბობს, ოსური მხარე ქართულს სთავაზობს, ბლოკ-საგუშაგო გააუქმოს და წნელისიდან ჩორჩანამდე ტერიტორია უსაფრთხოების ზონად გამოცხადდეს.

«ოსური მხარე დაჟინებით მოითხოვს ქართული უკანონო საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებას, ქართული კი მის განთავსებას საკუთარ პოლიტიკურ პოზიციად თვლის და მის აღებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. როგორც თავად ამბობენ, ეს საგუშაგო არავის ემუქრება და იქ 12-15 ადამიანი იმორიგევებს. თუმცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, ის უნდა გაუქმდეს.  ვთავაზობთ ქართულ მხარეს, ოსური წნელისიდან ქართულ ჩორჩანამდე უსაფრთხოების ზონა გამოცხადდეს, სადაც არც ოსური, არც ქართული საგუშაგოები იმოქმედებს და დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ რაიონში სახელმწიფო საზღვრის გავლების თაობაზე” - განაცხადა ჯიოევმა.

ცნობისთვის: ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საგუშაგო განათავსა. როგორც დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, საგუშაგოს გაუქმება, თუ სხვა ადგილზე გადატანა არც განიხილება და მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გაგრძელდება დიალოგი ოსურ მხარესთან სიტუაციის დეესკალაციის მიზნით

რაც შეეხება ოსური მხარის ბრალდებას, თითქოს ქართულმა მხარემ დრონი ცეცხლის გახსნის შედეგად ჩამოაგდეს, განცხადებას ქართული მხარე ცრუს უწოდებს და დღეს შესაბამისი მტკიცებულებებიც წარადგინა, დაზიანებული დრონი კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადასცა.    

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები