ბიბილოვი: “თბილისის ამ პროვოკაციას შესაძლოა, შორს მიმავალი, სამხედრო ხასიათის მიზნები ჰქონდეს”

ცხინვალის ოკუპირებული  რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ახალი საგუშაგოს განთავსება თბილისის მხრიდან “გამიზნული პროვოკაცია იყო, რომელსაც შესაძლოა, შორს მიმავალი, მათ შორის სამხედრო ხასიათის მიზნები ჰქონდეს”.

“გამორიცხული არ არის, ეს ყველაფერი დაძაბულობის ესკალაციისთვის კეთდებოდეს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თბილისს შორის მიმავალი გეგმები ჰქონდეს, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით, რათა შემდგომში, ტრადიციულად, სამხრეთ ოსეთი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი -  რუსეთი დაადანაშაულოს. და, დიდი ალბათობით, ეს გეგმები საქართველოდან ძალიან შორს იწერება", - განაცხადა ბიბილოვმა ტელეპროგრამის "Вести в 23:00" ეთერში საუბრისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – საქართველომ უნდა გააუქმოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული საგუშაგო, რომელიც ოსურ სოფელ წნელისის მოსახლეობას აშფოთებს”.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები