ინციდენტი სოფელ კოკში - დაკავებულია რამდენიმე პირი

სოფელ კოკში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირების მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. 

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

"ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმის, რომ სადაც მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები ჩვენს უბანში ეს არის კოკის, ხურჩას და ორსანტიას მიმართულებით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც კი გამოჩნდა დაიწყო ძალადობა დაიწყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მივიდა საარჩევნო უბანზე პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

"მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო,“-განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთანაც.  ადგილზე მისული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა  ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს. ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ვიდეოკამერით მუშაობდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მისთვის ხელისშეშლა სცადა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მოქალაქე სამართალდამცველებმა დააკავეს.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp