შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ამის შესახებ განცხადება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას, რომელსაც გომელაური ამ დრომდე ხელმძღვანელობდა.  

ამასთან, ცვლილება იქნება თავდაცვის სამინისტროში. კერძოდ, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს, მას კი ირაკლი ღარიბაშილი შეცვლის, რომელიც წარსულში სს მინისტრისა და პრემიერის პოზიციებს  იკავებდა, თუმცა შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ