აქცია "სირცხვილიას" მთავარი მიზანი იცვლება

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია "სირცხვილიას" წევრები იმყოფებიან. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ორთვიანი პროტესტების ფონზე შს უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენას, საზოგადოებასთან ურთიერთობის გამწვავებად აფასებს.

მისი თქმით, თუ აქამდე აქტივისტების მოთხოვნა იყო, თანამდებობა დაეტოვებინა შს მინისტრს, ახლა მთავარი მიზანი შეიცვალა. 

"გახარია თავადვე ამბობს, რომ ის პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალების დათხრაზე. ამას ქართული საზოგადოება ჯეროვან პასუხს გასცემს. ეს ასე არ დამთავრდება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაიჯერა რეალობა, რომელიც თავად "ტროლებისა" და "ბოტების" გამოყენებით შექმნა და არის ილუზიაში, რომ რაიმენაირი ლეგიტიმაცია აქვს გახარიას პრემიერად დანიშნვას. ეს არის ადამიანი, რომლის ბრძანებითაც თვალები დაკარგეს ახალგაზრდებმა. იგი შეგვპირდა გამოძიებას, მაგრამ ვხედავთ სერჩევით სამართალს. თუ აქამდე ჩვენი საზრუნავი იყო, რომ გახარია გადამდგარიყო, ახლა მთავარი საზრუნავი იქნება, ეს კორუმპირებული ხელისუფლება მთლიანად ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, რა თქმა უნდა, არჩევნების საშუალებით 2020 წელს – საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერეაბ კარგი გადაწყვეტილება იყო და ეს ხელისუფლება მიდრეკილია, გაიმეოროს წინამორბედების შეცდომები, მაგრამ ვერა –წარმატებები...  დღეს "სირცხვილის კორიდორები" გვაქვს. ბრუნდებიან ეს უსირცხვილო პარლამენტარები",– განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის: ახალ მინისტრთა კაბინეტში პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია იქნება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის უწყებას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს, ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს.   

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები "გავრილოვის ღამეზე" პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებდნენ და ორი თვის განმავლობაში უცვლელი მოთხოვნით მიმდინარეობდა აქციები – გადამდგარიყო შს მინისტრი.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ