"გახარია ხიფათის მატარებელია ქვეყნისთვის"

„ევროპული საქართველოს“ წევრ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, "იმედია, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი შესთავაზებს ქართველ ხალხს - გახარია ხიფათის მატარებელია ქვეყნისთვის". ამის შესახებ მან სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა მთავარია ზედმეტი რყევების გარეშე მივიდეს ქვეყანა 2020 არჩევნებამდე.

„იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი შესთავაზებს ქართველ ხალხს და 2020 წელს მის მმართველობას თავის გახარიებიან, ღარიბაშვილებიანად დაასრულებს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი სამოქმედო გეგმაა რამენაირად საქართველო ზედმეტი რყევების გარეშე მივიყვანოთ არჩევნებამდე , რომ მოხდეს მშვიდობიანი ჩამოშორება ივანიშვილის ხელისუფლებისგან. გახარიასთან ერთად ყოფნა არის ბომბი არამარტო ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ეს არის კაცი, რომელიც თავის თავში თვითონ არის ხიფათის მატარებელი და მისი ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გახდეს სერიოზული მღელვარების დეტონატორი საქართველოში",- განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის: ახალ მინისტრთა კაბინეტში პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია იქნება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის უწყებას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს, ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს.   


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ