ვინ შეცვლის სუს–ში ვახტანგ გომელაურს

დღეს სამთავრობო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი, კერძოდ, გიორგი გახარიამ, რომელიც პრემიერ–მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს, მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, ვინ შეცვლის სუს–ში თავად გომელაურს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე სუს–ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა. დღეს პრემიერ–მინისტრის კანდიდატად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია წარადგინა, რომელსაც ახალგაზრდები პასუხისმგებლობას "გავრილოვის ღამეზე" აკისრებენ და ორი თვეა მის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრი პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, თავდაცვის ყოფილი შეფი ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს. 

გახარია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტს დღეს წარუდგენს, თუმცა წარდგენა მას პროტესტის ფონზე მოუწევს. პარლამენტთან შეკრებილნი არიან აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები. ისინი ასევე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან და დეპუტატებსა თუ მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს შენობის დატოვება შეძახილების "სირცხვილია!" ფონზე მოუწიათ, თუმცა მანქანებით.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს