"ხიდაშელი – ივანიშვილზე: "უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას"

“არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან.

ერთადერთი მისია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო.

სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა!

უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას!

სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა.

მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა”.

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

დღეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, შს მინისტრის პოზიციას სუს–ის უფროსი ვახტანგ გომალაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია