პარლამენტთან ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ცდილობდა, პარლამენტში სესვლას და აქცია "სირცხვილიას" რამდენიმე აქტივისტის შეყვანას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებზე საშვები დაშვებული იყო, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. დაცვამ განმარტა, რომ ხოშტარიას ამის უფლება არ ჰქონდა.

ცნობისთვის: დღეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია წარადგინა, რომელსაც აქცია "სირცხვილია" "გავრილოვის ღამეზე" აკისრებს პასუხისმგებლობას და ორი თვეა, მის გადადგომას ითხოვს. აღნიშნული ნაბიჯი აქციის მონაწილეებმა მკვეთრად კრიტიკულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ იცვლება აქციის მიზანი. კიერძოდ, თუ ისინი ამ დრომდე შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, დღეიდან მთავარი მიზანი მმართველი გუნდის  მმართველობის სადავეებიდან არჩევნების გზით ჩამოშორება იქნება. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს