"ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მასზე მიდის"

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "დაიღალა, რომ მთელი ტალახი მასზე მიდის და ცდილობს გახარიას ამოეფაროს". ასე აფასებს ანალიტიკოსი სამთავრობო ცვლილებებს, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი. 

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი ფიქრობს, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებ არჩევნებს უკავშირდება და ამ მმართველი გუნდი ამ ჯერზეც საზოგადოების პოლარიზებას და ორპულისიანი გარემოს – ენმ და ""ქართული ოცნება", შენარჩუნებას შეეცდება.  

„ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ის ცდილობს, ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს",– აცხადებს ხუხაშვილი.

დღეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, შს მინისტრის პოზიციას სუს–ის უფროსი ვახტანგ გომალაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ