ზურაბიშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემა კვლაცვ არ სურს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა კითხვები ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა. ჟურნალისტები შეეცადნენ, მოესმინათ მისი კომენტარი სამთავრობო ცვლილებებისა და სკანდალური შეწყალების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ანალოგიური კითხვებით მას ჟურნალისტებმა საერთაშორისო ვიზიტის დროსაც მიმართეს, თუმცა მაშინ თქვა, რომ შიდაპოლიტიკაზე საზღვარგარეთ საუბარი სწორი არ არის, რაც შეეხება პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელის შეწყალების მოტივს, ამას არ იტყვის. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალა, რომელსაც 12–წლიანი სასჯელიდან სამი ჰქონდა მოხდილი. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა სამთავრობო ცვლილებების შესახებ – პრემიერი გიორგი გახარია იქნება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს