პარლამენტის შენობასა და შენობის გარეთ ხმაურიანი პროტესტია [ვიდეო]

როგორც პარლამენტის შენობაში, ისე შენობის გარეთ პროტესტია. პარლამენტის შენობასთან აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები არიან შეკრებილები და გიორგი გახარიას პრემიერის პოზიციაზე წარდგენას აპროტესტებენ. რაც შეეხება პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სესია გეგმის თანახმად ოპოზიციის პროტესტის გამო შეფერხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა, ამის შემდეგ კი ელენე ხოშტარიამ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა პროტესტი საყვირებით დააფიქსირეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას სამთავრობო ცვლილებების მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს მოუწოდა სიტუაციის დარეგულირებისკენ. არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მანდატურებს მოუწოდა, ურჩ დეპუტატებს დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი. მოგვიანებით "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა  დარბაზი გატოვეს. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნისნა, მოქალაქეები სეურაცხყოფილნი არიან "ჯალათის" დაზინაურებით და ის ხდება სხდომათა დარბაზში, რაც გარეთ, კერძოდ, პროტესტი. გიგა ბოკერიას განცხადებით კი მიღებული გადაწყვეტილების გამო მმართველი გუნდი დისკომფორტს იგრძნობს. 

გახარიამ დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ