პარლამენტთან ისევ ხმაურია [ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის "სირცხვილიას" მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა,ზურა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესასვლელად მათზე საშვები დაშვებულია, თუმცა შენობაში არ უშვებენ და არგუმენტად უსახელებენ, რომ "საშვთა სისტემამ გაჭედა". 

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე გაიძაბა.

პარლამენტთან იმყოფება ენმ–ის სწევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს, რომ მას თავზე "დაასვას ივანიშვილმა გავრილოვის ღამის ორგანიზატორი".  

ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტი გამოხატეს "ევროპული საქართველოს" წევრებმა. 

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, სამართლიან პროტესტს, რომ ჯალათი გახარია გადამდგარიყო და დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, მოქალაქეებს ჰქონდათ მშვიდობიანი პროტესტის სრული უფლება. მათ უბრალოდ ასე ჩაუკეტეს კარი იძალადეს, დაარღვიეს კანონი და არ შემოუშვეს დარბაზთან ტერიტორიაზე, სადაც მათ აქვთ სრული უფლება, რომ შემოვიდნენ და მშვიდობიანად გააპროტესტონ. ამის შემდეგ ცხადია, მე როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ, ეს პროტესტი შევიტანო შიგნით დარბაზში. ყოველ ჯერზე იქნება ასე, მათ კომფორტი კანონების დარღვევით, პარლამენტის სხდომების გამართვისა და ჩვეულებრივი მუშაობის არ ექნებათ. მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მიიღებენ მწვავე პროტესტს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამ დროისთვის საშემოდგომო სესია ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ