ვოლსკი ირწმუნება, რომ სიღატაკის დაძლევის კუთხით ტენდენცია მნიშვბნელოვნად გაუმჯობესებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენას საუკეთესო გადაწყვეტილებად აფასებს, ოპოზიციას კი ოკუპაციის შემოქმედებაში ადანაშაულებს.  

„არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც არ არსებობს საინფორმაციო თუ პოლიტიკური ველი, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება. გადახედეთ, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს მაისურებზე, ზოგმა პლაკატებზე – „არა ოკუპაციას“ მაშინ, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედი. მოგაგონებთ იმასაც, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო არ დგას მოწინავე პოზიციებზე. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომ მძიმე პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, როგორიც არის სიღატაკე, დაძლეულია, თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებულია, კარგია, პოზიტიურია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ...", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები დესტაბილიზაციისკენ არიან მოწოდებულნი.

„დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი, რეალობაა ძალიან მძიმე. რეალობაა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისთვის, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს. ერთადერთი მიზანი ამ სტრატეგიისა არის ის, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ბოროტებას შორის, რაც ჩაიდინეს, თარიღებს აღარ ჩამოვთვლი – მხოლოდ 2011 წლის 26 მაისი ეყოფა და იმ მოვლენებს შორის, რომელსაც სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს. ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმება. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მკვლელობა, წამება, შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს სტრატეგია. ეს სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნია და არც მაშინ იყო, როდესაც იგერიებდა შეტევას პარლამენტზე. დღეს ვისაც სენტიმენტი გააჩნია, კიდევ დაფიქრდეს, ვის ექნებოდა და რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა – დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია, რომელის ესოდენ უნდათ და რომლისთვისაც ესოდენ მოწადინებული არიან ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ