ცხინვალის რეგიონთან დე ფაქტო საზღვარი ორი დღით იკეტება

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება “ცოდნის დღისადმი” მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოტივით ე.წ. საზღვრის ორი დღით დაკეტვას გეგმავს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 სთ-დან 6 სექტემბრის 06:00 სთ-მდე ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელებზე გადაადგილება შეწყვეტილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მოსახლეობა პანიკით იყო მოცული, ბევრი ადგილობრივი – როგორც ქართველი, ისე ოსი რაიონს ტოვებდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია დე ფაქტო საზღვრის სამუდამოდ ჩაკეტვის გეგმის არსებობის თაობაზე. თუმცა 2 სექტემბერს ქართული  და ოსური მხარეების საკონტაქტო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის მსვლელობისას ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს ქართველი კოლეგები, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა