"უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის. ამის შესახებ მან სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას სოციალურ ქსელში დაწერა. 

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარებიდან ერთდერთი გამოსავალი მოქმედება და არდანებებაა.

„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს