ოკუპანტები სექტემბერში ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში რეიდებს გეგმავენ

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სასაზღვრო ორგანოები რუს ოკუპანტებთან ერთად სექტემბერში ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში “სასაზღვრო დანაშაულების პროფილაქტიკის” მიზნით რეიდების ჩატარებას გაგმავენ.

"დაგეგმილ ღონისძიებათა კომპლექსი სახელმწიფო  საზღვრის რეჟიმის მდგომარეობაზე კონტროლის გამკაცრებაში გამოიხატება. კერძოდ, გამკაცრდება კონტროლი სასაზღვრო ზონაში პირთა და სატრანსპორტო საშუალებების შესვლასა და დროებით ყოფნაზე; განხორციელდება კარდაკარ შემოვლები საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დე ფაქტო უწყება მიმართავს ე.წ. საზღვრისპირა დასახლებული  პუნქტების მცხოვრებთ, სახლიდან გასვლისას თან იქონიონ საბუთები და რეიდებით გამოწვეულ დისკომფორტს “გაგებით მოეკიდონ”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“