ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატი აღარაა

96 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ თავად მიმართა.

კერძოდ, მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ასამბლეა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან ოკუპანტის ენაზე წაიყვანა, რამაც საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ