ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გახარია პრემიერს პოსტზე მხარდაჭერას იმსახურებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ საქმით დაამტკიცა, რომ არის რეფორმატორი, შეუძლია პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს და ძალიან მნიშვნელოვანი და რთული უწყება წარმატებისკენ წაიყვანოს - მან საქმით დაამტკიცა, რომ ღირსია, უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭიროს, 

„მესმის და აბსოლუტურად ვიზიარებ იმ დიდ აღშფოთებას, რომელიც გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში დაჯდომას მოჰყვა, მაგრამ რა პროცესებიც ამის შემდეგ განვითარდა, სამწუხაროდ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფებისგან იყო მართული. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი თავს ასაღებს ნეიტრალურ აქტივისტად. ამის კარგი მაგალითი იყო ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა, როდესაც დეპუტატ ელენე ხოშტარიას თანაშემწე, რომელიც იმავდროულად მისი მეგობარიც არის, დამოუკიდებელ აქტივისტად ასაღებდა თავს, რაც ძალიან კარგი ინდიკატორი იყო, რომ ეს პროცესი მართული იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა, მათი აქტივისტები ნეიტრალურ აქტივისტებად გაასაღოს”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს