ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. როგორც BBC იუწყება, კონსერვატორმა დეპუტატმა, ფილიპ ლიმ სხდომის მიმდინარეობისას ლიბერალ-დემოკრატებთან გადაინაცვლა. მან განმარტა, რომ „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ევროკავშირის დატოვებას არათანმიმდევრულად და შეთანხმების გარეშე აპირებს, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.“

მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებებისთვის ახლა „შესაფერისი მომენტია“, თუმცა თუ კონსერვატიული პარტიის წევრები მიიღებენ კანონს, რომლითაც დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას აუკრძალავენ, მაშინ ბრიუსელთან მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს.

ჯონსონის თქმით, ის ბრიუსელში წასვლას და ბრექსიტის პროცესის უაზრო გაჭიანურებაზე საუბარს აღარ აპირებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები