დაპირისპირება ზუგდიდში: ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

კახათის 35-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, უბანზე მისულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ საარჩევნო აკრედიტაცია ჩამოგლიჯა "ქართული ოცნების" დამკვირვებელს, ქეთავან სორდიას და კამერების თანდასწრებით მას პროვოკატორი უწოდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქეთევან სორდიამ ნიკა გავარმიას სამეგრელოს შემარცხვენელი უწოდა. გვარამია დაინტერესდა თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა ქალბატონი. მას შემდეგ, რაც სორდიამ კითხვაზე არ უპასუხა, გვარამიამ მას ყელიდან ბეიჯი ჩამოგლიჯა. 

ინციდენტის შემდეგ უბანზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ნიკა გვარამიამ უბანი გინების ფონზე, შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა