სომხეთმა რუს ოპოზიციონერს დევნილის სტატუსი მიანიჭა

სომხეთმა რუს ოპოზიციონერ აქტივისტს ვიტალი შიშკინს თავშესაფარი მისცა. ის ცნობილია იმით, რომ მოსკოვში 2012 წლისა და კიევის, მაიდანის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.   

თავშესაფრის მიღების შესახებ აქტივისტმა ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით თავად გაავრცელა. 


"მომანიჭა [სომხეთმა] დევნილის სტატუსი, როგორც რუსეთის მიერ პოლიტიკური მოტივებით დევნილ პოლიტიკოსს",– წერს აქტივისტი.

47 წლის შიშკინი რუსეთში პატიმრობაში 2015-2019 წლებში "სიძულვილის გაღვივებისა და მასობრივი არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით" იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ მან ქვეყანა კანონის დაცვით დატოვა, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ იგი ძებნილთა სიაში შეჰყავდათ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სომხეთმა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადა