დეპუტატებს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პროტესტის ფონზე მოუწევთ

პარლამენტს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს აქციის ფონზე მოუწევთ. პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის მობილიზებული არიან აქტივისტები და პოლიციელები, იკრიბებიან ოპოზიციური ლიდერებიც. აქტივისტებს პარლამენტის შენობაში შესვლა სურთ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეზლევათ. როგორც მათ განმარტეს, 09:05 წუთზე საშვები დაშვებული იყო, თუმცა შემდეგ, ისევე როგორც გუშინ, განემარტათ, რომ "საშვთა სისტემამ გაჭედა". 

"გაურკვეველი სიები უჭირავთ ხელში. ამ სიებშია დაფიქსირებული თითქოს ის გვარები, რომლებიც უნდა შეუშვან. ორი ადამიანი საერთოდ საშვის გარეშე, პირადობის მოწმობით შეუშვეს, მკვლევარიაო. ჩვენ არ გვიშვებენ, ხოლო პოლიციელებს და "ოცნების" მხარდამჭერებს უშვებენ",– განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ. 

პარლამენტში არ შეუშვეს ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძე და მურმან დუმბაძე, რომლებზეც საშვი ასევეა დავებული. ადგილიზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ განუცხადეს, რომ პარლამენტში მხოლოდ მოქმედ დეპუტატებს უშვებენ.  

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ–მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებს. 

ცნობისთვის: დღეიდან პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. დღეს მოუსმენენ განათლების, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს წარადგინეს, მის ადგილს შს სამინისტროში ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს.     

   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა