რა კრიტერიუმით შეირჩა გახარია პრემიერობის კანდიდატად – წულუკიანის ვერსია

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანის განცხადებით, თავად არ მიუღია მონაწილეობა პრემიერ–მინისტრობის  კანდიდატის შერჩევაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია ეფექტური პრემიერი იქნება. 

ამასთან, როგორც წულუკიანი თვლის, სიხისტე პოლიციელის ერთ–ერთი მოვალეობაა.  

"როგორ შეირჩა პარტიის შიგნით პრემიერი, მე არ ვყოფილვარ ამის მონაწილე, თუმცა დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი, რის გამოც ბატონი გიორგი შეირჩა მინისტრებიდან ამ პოზიციაზე არის ის, რომ ის ჩვენს შორის ერთ–ერთი საუკეთესოა...ვფიქრობ, პოლიციელის და იმ ადამიანების ერთ–ერთი მოვალეობა, ვისაც ფორმა აცვია, რა თქმა უნდა, სიხისტეა, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. მჯერა, რომ გიორგი გახარია იქნება ეფექტური პრემიერი, რომ ის გააგრძელებს "ქართული ოცნები" იმ პოლიტიკას, რომელსაც მეც და "ქართული ოცნების" 2012 წლის ამომრჩევლები "ქართული ოცნების" ძირძველ პოლიტიკას ვეძახით",– განაცხადა თეა წულუკიანმა.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პრემიერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს დაასახელა. გარდა ამისა, რიგი ცვლილებებია მინისტრთა კაბინეტში: შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს, თუმცა ასევეა საუბარი, რომ ის კიდევ ერთ პოსტს – საგარეო დაზვერის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაიბარებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ