შსს–ში საკადრო ცვლილებაა

ცნობილია, რომ ახალ სამთავრობო გუნდში საქართველოს შს სამინისტროს სუს–ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური წარმოადგენს. სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადებს ნდობას, შსს–ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვლა.

ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2016 წელს კონტრერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შოთა ჭანუყვაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა