გვენეტაძე განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი სებ-ისთვის 50-მილიონიანი ახალი ოფისის მშენებლობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი სებ-ისთვის 50-მილიონიანი ახალი ოფისის მშენებლობა, რაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა.  გვენეტაძის თქმით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შესასრულებლადაც ცენტრალურ ბანკს დამატებითი ფართობი ესაჭიროება.

“რამდენიმე მათგანი რომ დავასახელოთ: ვარეგულირებთ არასაბანკო სფეროს, რომელიც აქამდე არ იყო დარეგულირებული, საკრედიტო ბიურო, რომელიც ადრე არ იყო დარეგულირებული, სესხის გამცემი სუბიექტები... ძალიან ბევრი დამატებითი საკითხი და ფუნქცია დაემატა ეროვნულ ბანკს. გარდა ამისა, სისტემა იზრდება, ვითარდება, გამოწვევები კიდევ უფრო მეტი ხდება, ეს არის კიბერშეტევები, ფინტექი- როგორც განვითარების მიმართულება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ. ამიტომ ამან დღის წესრიგში დააყენა ის, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება უფრო მეტი რესურსი და უფრო მეტი ფართობი იმისთვის, რომ მან შეძლოს მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციების შერსულება. აქედან გამოდმინარე, ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს.

ის შენობა, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს არის ეროვნული ბანკის საკუთრება და მოხდება გარკვეული ფორმით მისი რეალიზაცია და აქედან მიღებული შემოსავლები მოხმარდება იმ პროექტს, რომელსაც ეროვნული ბანკის ახალი სათაო შენობა ჰქვია. პროექტი ალბათ 3-ნახევარი-4 წელი გაგრძელდება. ეს არის ინ ინვესტიცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს ეროვნულ ბანკს. მე ვთვლი, რომ ეს ისეთივე გამართლებული ინვესტიციაა, როგორიც რამდენიმე წლის წინ ახალი საკასო ცენტრის მშენებლობა იყო. მაშინაც იყო საუბრები დაკითხვები, რატომ შენდებოდა ეს ცენტრი.თუმცა, დღეს საკასო ცენტრის გარეშე ნორმალური ფუნქციონირება, რაც ნაღდი ფულის მომსახურებას და მიწოდებას ემსახურება ქვეყანაში, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და და ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ”,- ამბობს გვენეტაძე.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავს, გვენეტაძე პასუხობს: “ყველა ნორმალურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სასადილო, ეროვნულ ბანკს არ აქვს და მისი თანამშრომლები მოკლებული არიან ამ ელემენტარულ აუცილებელ პირობას და ეს აუცილებელია თანამშრომელთათვის მინიმალური სამუშაო პირობების შესაქმნელად. აქვე გეტყვით, რომ შენობის ამ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი იმყოფება, არ აქვს საავარიო გასასვლელი, მაგალითად ხანძრის ან რაიმე ავარიული შემთხვევის პირობებში და თუ ასეთი რამ მოხდა, შეუძლებელი იქნება სებ-ის თანამშრომლების თუ ვიზიტორების ევაკუაცია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ვფიქრობთ, ავაშენოთ საევაკუაციო კიბე. ძალიან ცუდია, რომ აქამდე არ არის ეს. საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა ამ ნებართვის მიღებას”. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა