ოსური მხარე ქართულს კიდევ ერთი "უკანონო" საგუშაგოს გახსნაში ადანაშაულებს

ოსური მხარე ქართულს კიდევ ერთი "უკანონო" საგუშაგოს გახსნაში ადანაშაულებს. საუბარია ამჯერად წინაგარზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარების შეასაწავლად დე ფაქტო დეპუტატების დელეგაცია გაემგზავრა "სპიკერ" თადტაევის ხელმძღვანელობით.

ოსი ე.წ. დეპუტატების განცხადებით, მშენებარე საგუშაგო ქართული მხარის მიერ  კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა ძალიან ახლოსაა განთავსებული წინაგართან, "რაც საფრთხეს ქმნის, ამიტომაც ოსური მხარე აპირებს, ეს საკითხი ერგნეთისმომდევნო შეხვედრაზე დააყენოს.

განახლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ საუბარია უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე მეტრით გადატანაზე, რის შესახებაც IRPM -ის ყველა მონაწილეა ინფორმირებული. 

"საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ  ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი.  2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ  IRPM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით.  ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები",– განუმარტეს "აქცენტს" სუს–ში.

ცნობისთვის: ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განათავსა, რასაც რუსული და ოსური მხარეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვენ, თუმცა ამ საკითხს ოფიციალური თბილისი არ განიხილავს. უკვე გაიმართა რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა საკითხთან დაკავშირებით, და დაგეგმილია დიალოგის გაგრძელება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ