გოგი წულაია ისრაელში არ შეუშვეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გოგი წულაია აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ისრაელში, სადაც ტურისტული მიზებით მიემგზავრებოდა, არ შეუშვეს, ოთახში ჩაკეტეს და ყურადღებას არ აქცევდნენ.

მისივე განცხადებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც საზღვარზე არ უშვებენ, მსგავს პირობებში იმყოფებიან.

"როგორც კი თვალს დაგადგამენ ცუდად, რაც არ უნდა ამტკიცო და საბუთები წარადგინო, დაგიმთავრებენ საუბარს, არავითარი მტკიცებულება არ ჭრის. გეუბნებიან, რომ იქ [ისრაელში] დარჩენა გინდა. როგორც კი უარს გეტყვიან, შეჰყავხარ პატარა ოთახში, სადაც არის ყველა, განსაკუთრებით უკრაინელები და ქართველები. საათობით ხარ ამ ოთახში

მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს ისრაელის ელჩი და მოსთხოვოს კატეგორიულად, დაკავებულ მოქალაქეებს მოექცნენ ისე, როგორც ადამიანებს და არა როგორც დამნაშავეებს“, – განაცხადა წულაიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა