საქართველო CERN-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო მსოფლიოში ცნობილ  ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან“ (CERN)   თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ და ფონდის წარმომადგენლებმა 2-4 სექტემბერს ოფიციალური შეხვედრები გამართეს ჟენევაში ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში” (CERN - Conseil Européenne pour la Recherche Nucléaire). ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა ცერნის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებს პროფესორ ებს: ემანუელ ცესმელისს, მარტინ შტაინახელს, კრისტიან შეფერს, როსარიო პრინციპეს. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა ცერნის უდიდესი პროექტების “CMS” პროექტის დირექტორ, პროფ. ტიციანო კამპორეზისთან და “ATLAS”-ის ტექნიკურ დირექტორთან ლუდოვიკო პონტეკორვოსთან. შეხვედრებს დაესწრნენ ცერნის კოლაბორაციაში მონაწილე ქართველი მეცნიერები - CMS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი პროფ. ზვიად წამალაიძე და ATLAS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი პროფ. ირაკლი მინაშვილი. განხილული იქნა ცერნთან საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. კერძოდ, ცერნსა და რუსთაველის ფონდს შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით შეეძლებათ სამეცნიერო კვლევები გამახორციელონ ცერნის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში. ასევე გამხილული იქნა ცერნის ახალ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალი ამაჩქარებლის მშენებლობაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობები.

ცერნის ხელმძღვანელობამ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველ მეცნიერთა მონაწილეობას ცერნის უდიდეს პროექტებში და აღნიშნა, რომ ქართველ მეცნიერებს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო შედეგები აქვთ 42 ქვეყნის მონაწილეობით შექმნილ კოლაბორაციულ პროექტებში

,


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა