ბათუმს თურქი საზღვაო კურსანტები ესტუმრებიან

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სკოლის პირველი კურსის კურსანტებისთვის 2-21 სეტემბერს საზღვაო სწავლებების ჩატარება იგეგმება.

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, სწავლებები სანაოსნო პირობებთან შეჩვევის, პროფესიული ცოდნის ამაღლების, მისი პრაქტიკაში გამოყენების, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ნავსადგურებში ვიზიტებთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებისა და წარმომადგენლობითი თვისებების განვითარების მიზნით ტარდება.

მათივე ინფორმაციით, მოეწყობა ვიზიტები თურქეთში ერეღლის, საქართველოში ბათუმის, რუმინეთში კონსტანტასა და ბულგარეთში ვარნას ნავსადგურებში.

კურსანტები საზღვაო სწავლების ფარგლებში მომზადებას სამეზღვაურო, საკრუიზო, ტაქტიკური მანევრების, ტექნიკური, სახანძრო და გემის დაზიანებისაგან დაცვის სფეროებში გაივლიან.

„სასწავლო ფლოტილიის მეთაურის, პირველი რანგის კაპიტნის ეროლ ქუჩუქის მეთაურობით გემი „TCG SANCAKTAR (L-403)“, 263 კურსანტთან ერთად, 2019 წლის 9-12 სექტემბერს, ეწვევა ბათუმის ნავსადგურს. ვიზიტის პერიოდში მოეწყობა ექსკურსიები ისტორიულ და ტურისტულ ადგილებში.

გემი „SANCAKTAR (L-403)“ ბათუმის ნავსადგურში სტუმრობისას, 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ