ივანიშვილი ორ ოლქში მეორე ტურს არ გამორიცხავს

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა,- განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან ერთად მივიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი