ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. განცხადება მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. 

„ძალიან მაღალია ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის საჭიროებისთვის. შევეცდებით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი ხარისხის და სტანდარტისა ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა