ბათუმის მიმართულებით 7 სექტემბერს დამატებითი მატარებელი ინიშნება

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, 7 სექტემბერს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზეც გაჩერდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა – თბილისი 12:40 საათი, ჩასვლა – „ბლექ სი არენა“ 17:25 საათი; ჩასვლა – ბათუმი 18:23 საათი, გამოსვლა-ბათუმი 23:50 საათი; გამოსვლა-„ბლექ სი არენა“ 00:38 საათი, ჩასვლა – თბილისი 5:15 საათი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით – Georgian Railway Tickets. აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე  Railway.ge; tkt.ge;Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ