საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათი ინფორმაციით, ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, უნგრეთი არის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.

„უნგრეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და უნგრეთი არის როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი. პრეზიდენტი მოინხულებს, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ზოლს და ესტუმრება ერთ-ერთ სოფელს. მას ასევე შეხვედრა ექნება ევროკომოსიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ მათთან გაიაროს დეტალები როგორ შეიძლება უფრო მეტად რომ იყოს ჩართული უნგრეთი ამ თემაში და უფრო მეტი დახმარება გაგვიწიოს”,- თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა