მინისტრობის კანდიდატებს ისევ ოპოზიციის გარეშე უსმენენ

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განახლდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის გახილვა. ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს.

სხდომას კვლავ არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

მათი პოზიციაა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენა საზოგადოებაზე ძალადობა და მისი შეურაცხყოფაა, რადგან ორ თვეზე მეტია მოქალაქეთა ნაწილი მოითხოვს გახარიას გადადგომას 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლის გამო.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის შემდეგ ოთხი საპარლამენტო კომიტეტი მოუსმენს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს.

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებს არც 4 სექტემბერს დაესწრნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ