დავით კეზერაშვილი ტელეარხ „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა.


სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დანარჩენ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ მიშა მშვილდაძე - 12.25%; ირაკლი საღინაძე - 12.25%; გიორგი ლიფონავა - 12.25%; ზუკა გუმბარიძე - 12.25%. 3 სექტემბრამდე მათ საკუთრებაში იყო მთლიანი წილი.

დირექტორის პოზიციაზე რჩება ზუკა გუმბარიძე. 

ცნობისთვის: კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყებას 1 ოქტომბერს გეგმავს.

1 აგვისტოს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალ ტელევიზიას ქმნის.

ცნობილია, რომ "კურიერის" ჟურნალისტების ნაწილი სწორედცამ ტელევიზიაზე გააგრძელებს მუშაობას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს