ბილაინში დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ბილაინში დანერგილ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს შორისაა Medallia, Facebook Workplace –ი, Lever -ი, Talmundo და CrossKnowledge -ი

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge  პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის. Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით. 

ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge -ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი)  თანამშრომლები  გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და  LinkedIn-ის  ნებისმიერი რესურსი და კურსი.

ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co - თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo - ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე - 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად  დანერგა Facebook Workplace -იც. 

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას  - Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი - Medallia, ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც - ვებგვერდი და აპლიკაცია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა