"გირჩიდან" ღარიბაშვილს პასუხობენ

"გირჩის" ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც "გირჩს" სექტა, მის საქმიანობას კი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა.

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი, "ბიბლიური თავისუფლება" სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო".

8 წელია, გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს. მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან",– წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ჯაფარიძე თვლის, რომ ღარიბაშვილის განცხადება "ბნელებისთვის გადაყრილი საკენკია, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმას ვერც გაბადევს და ვერც შეძლებს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს