შსს მოქალაქეებს დანაშაულის ანონიმურად შეტყობინების ახალ გზას შესთავაზებს

შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი, რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს”. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა. 

„სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ეს საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული, პირის ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და გააღრმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ადამიანებს თანამშრომლობა უჭირთ იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ მათ მოწმის სახით სასამართლოსა და პროკურატურაში სიარული უწევთ. ისინი კი ამ ყველაფერს თავს არიდებენ. ამ შემთხვევაში კი ეს მათ აღარ მოუწევთ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა ძალოვან უწყებებში“,-აღნიშნა გომელაურმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს