თემქაზე სავარაუდოდ, ქალი მოკლეს და სახლში ხანძარი გააჩინეს

თბილისში, თემქაზე სავარაუდოდ, ქალი მოკლეს და სახლში ხანძარი გააჩინეს. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელებმა სახლიდან ფული გაიტაცეს. როგორც მეზობლები ყვებიან, მათ საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ცეცხლის ალი შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ, შემდეგ დაუკავშირდნენ ბინის მეპატრონე მამაკაცს, ბინაში შეღწევისას კი ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. 

"ამბობენ, რომ ქალი მოკლულია და ფულია წაღებული",– აცხადებს მოკლულის ახლობელი. 

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოკლულის მეუღლე გამოკითხვაზეა გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 108 მულით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ