ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება წნელისის სიახლოვეს საკუთარი საგუშაგოს მოწყობას შეუდგა [ფოტო–ვიდეო]

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ წნელისის სიახლოვეს ოსური საგუშაგოს მოწყობას შეუდგა. ამის შესაებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება. ირკვევა, რომ საგოშაგოს მოწყომა მათ ქართული საგუაგოდან 1,7 კმ-ის მოშორებით დაიწყეს. 


"სასაზღვრო საგუშაგო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლზე, 944,8 სიმაღლეზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს. იგი ხელს შეუშლის საქართველოს მცდელობებს, ამ მონაკვეთზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი დაამყაროს. საგზაო სამსახურები გრუნტის გზის გაწმენდას უკვე შეუდგნენ, რათა სასაზღვრო საგუშაგოს სრულფასოვანი ფუნქციონირება იყოს  უზრუნველყოფილი” - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"