"სირცხვილიას" მხარდამჭერი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს

ალპინისტმა ზურა კვესიტაძემ „სირცხვილიას“ მხარდაჭერი ბანერი მყინვარწვერზე აიტანა კამპანიის #აქედანაცსირცხვილია-ს ფარგლებში. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები მოძრაობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

5 054 მეტრის სიმაღლიდან ალპინისტი ზურა კვესიტაძე და სხვები საზოგადოებას 20 სექტემბრის აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებენ.

მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ვნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ შეიქმნა და უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის საპროტესტო კამპანიას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს