რატომ დატოვა 2015 წელს თანამდებობა ღარიბაშვილმა – ყოფილი პრემიერის პასუხი

რატომ დატოვა თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა, ეს კითხვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს 4 წლის დაგვიანებით პარლამენტში დაუსვეს. კითხვის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გახლდათ. თავდაპირველად ღარიბაშვილმა კითხვა პასუხის გარეშდე დატოვა, თუმცა დეპუტატის პროტესტისა და კითხვის განმეორების შემდეგ, მას ასეთი პასუხი გასცა:   

"რატომ გადავდექი, ამაზე მაშინ [თანამდებობის დატოვებისას] ვისაუბრე, ამაზე მეტის დამატება არ მიმაჩნია სწორად. ასეთი შეთანხმება შედგა გუნდში, წავედი, უბრალოდ დავისვენე".

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა თანამდებობა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა, თუმცა ოფიციალური მიზეზი, რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი, პასუხგაუცემელი დარჩა, მით უფრო, რომ განცხადების გაკეთებისას ის საკუთარ საქმიანობას წარმატებულად აფასებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროისთვის საახალწლო მისალოცები სწორედ ღარიბაშვილის სახელით იყო დაგზავნილი, რამაც გააძლიერა ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადადგომა თავად ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო. როგორც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილი ყოველ 6 თვეში სვამდა კითხვას, "ბატონო ბიძინა, ხომ არ მოვიდა ჩემი გადადგომის დროო".  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ