გომელაური პანკისში დაშვებულ შეცდომას ასახელებს

შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც საზოგადოებასთან სათანასო კმუნიკაცია არ აწარმოა. ამასთან მისივე თქმით,  "პანკისის ხეობის თემაში, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო და უნდა შესულიყო - მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო". ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა და სუს–ის ყოფილმა უფროსმა პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

“რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მეტი უნდა გვემუშავა - როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, უწვევენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან სპეცდანიშნულების რაზმი არ შეუყვანიათ, შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი - სპეცდანიშნულების დანაყოფს შევიყვანდი“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს პანკისში ჰესის მშენებლობას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველებიც. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ვითარება დაძაბა იმან, რომ თავად ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მოლოდინში იყვნენ, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა კი ხეობაში პოლიციის თანხლებით შევიდა და სამუშაოები დაიწყო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა