ღარიბაშვილი – მოსამართლეებზე: "თუ ადამიანი გულწრფელად აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, არ მივცეთ გამოსწორების შანსი"

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ გამოსწორების შანსი". ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატ ეკა ბესელიას ითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მოსამართლეების თემას შეეხებოდა. 

არგუმენტად ღარიბაშვილმა მისი ოჯახი მოიყვანა. კერძოდ, მინისტრობის კანდიდატის თქმით, მოსამართლემ, რომელმაც მისი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, შემდეგ გაასამართლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მოსამართლეების სიამ. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში, საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მგონი, სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები. სადავო საკითხია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ