ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. 

„კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა“, - ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

როგორც დაანონსდა, "მთავარი" მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება